პროდუქტის აღწერა
უნივერსალური საბავშვო ავტოსავარძელი განკუთვნილია სხვადასხვა ასაკისა და წონის ბავშვის უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის. სავარძელი გათვლილია 0-დან 36 კგ-მდე წონის დიაპაზონზე და ბავშვის ზრდასთან ერთად შესაძლებელია მისი გამოყენების რეჟიმის შეცვლა.
ძირითადი მახასიათებლები:
- წონის დიაპაზონი: 0–36 კგ
- ჯგუფები: 0+ / 1 / 2 / 3
- Group 0+ (0–13 კგ) – სავარძელი მონტაჟდება ავტომობილის მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით
- Group 1 (9–18 კგ) – მონტაჟდება მოძრაობის მიმართულებით და ბავშვი ფიქსირდება სავარძლის შიდა უსაფრთხოების ღვედებით
- Group 2/3 (15–36 კგ) – გამოიყენება ავტომობილის უსაფრთხოების ღვედთან ერთად
- ავტომობილში ფიქსირდება 3-წერტილიანი უსაფრთხოების ღვედით
- ბავშვის უსაფრთხოდ დასაფიქსირებლად აღჭურვილია შიდა მრავალწერტილიანი ღვედების სისტემით
- სავარძლის კონსტრუქცია ადაპტირდება ბავშვის ასაკისა და წონის შესაბამისად
- განკუთვნილია ხანგრძლივი გამოყენებისთვის — ჩვილობიდან უფროს ასაკამდე
მნიშვნელოვანი: 9 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვისთვის სავარძელი არ უნდა დამონტაჟდეს მოძრაობის მიმართულებით. 0–13 კგ წონის შემთხვევაში გამოიყენეთ მხოლოდ მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით.
ავტოსავარძლის დამონტაჟებისას აუცილებლად დაიცავით პროდუქტზე დატანილი ინსტრუქცია და უსაფრთხოების ღვედი გაატარეთ მითითებულ სამაგრ წერტილებში.